Saturday, September 24, 2011

ლეგენდები დავით მეფეზე


პროექტი
ლეგენდები “დავით მეფეზე”.
პროექტის იდეა
დავით მეფეზე საქართველოს  სხვადასხვა კუთხეში არსებული ლეგენდების შესახებ.
პროექტის  აქტუალობა
მოსწავლეები რაც უფრო კარგად შეისწავლიან საქართველოს წარსულს,მით მეტად შეიყვარებენ თავის ქვეყანას.
პროექტის მიზანი
მოსწავლეები მოიძებენ და შეისწავლიან  ლეგენდებს  დავით  მეფეზე  და შექმნიან ჟურნალს , გააკეთებენ რუკას ლეგენდის წარმოშობის და სადაურობის შესახებ.
მონაწილეთა  ასაკი
8–9 წელი.
დრო
3–თვე
მოსალოდნელი  შედეგები–პროდუქტები,რაცშეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეისწავლიან ლეგენდებს დავით მეფეზე,შექმნიან ჟურნალს და რუკას, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვების უნარი.
საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,პრინტერი, ინტერნეტი,თაბახის  ფურცლები, მარკერი, საქართველოს რუკა, სტიკერები.
პროექტის მსვლელიბა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ლეგენდები ინტერნეტით, საგაზეთო სტატიები, წიგნებში და შეაგროვონ ყველა ერთად. ლეგენდები დაწერონ თაბახის ფურცლებზე დაბეჭდონ კომპიუტერზე (მასწავლებლის დახმარებით) აკინძონ ფურცლები ჟურნალის სახით,პატარა საწებელა ფორცლებზე დაწერონ ლეგენდები მოკლედ და დააწებონ რუკაზე  კუთხეების მიხედვით, რუკა გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილზე დამოხდება ჟურნალის პრეზენტაცია.
საგნების ან–საგნობრივი ჯგუფების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა,საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია,ისტ.
ხელმძღვანელი
ეკატერინე ბიწაძე.
ფოსტა
ekabicadze@gmail.com
ბლოგი
ekabicadze2011.blogspot.com

No comments:

Post a Comment